LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, პროცესი ახლა დასასრულს უახლოვდება“

137
მიხეილ სააკაშვილი

სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მედია: „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონში გამოჩნდა

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსეთის ჩამოშლის პროცესი დასასრულს უახლოვდება“.

„რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება!

საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება!

საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!

Posted by Mikheil Saakashvili on შაბათი, 24 ივნისი, 2023

 

ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

მედიაში გავრცელებული უახლესი ცნობებით, „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონში გამოჩნდა.

ამავე თემაზე:

მედია: მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლის და ასტანას მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის 

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს

შსს: „სიტუაცია სრულად კონტროლდება, ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს და რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს 

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით – ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს“ – ირაკლი კობახიძე

„უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი იმედი ჩვენი ფეხზე დადგომის.. მედია, „ვაგნერელები“ გაძლებენ და კიდევ უფრო შეასუსტებენ ისედაც მომპალ იმპერიას“ – თინა ხიდაშელი

„პუტინი გადადგება ან გაქრება.. უკრაინას დაუბრუნდება ყველაფერი. ისტორია ბუმერანგის პრინციპით მეორდება და პირდაპირ შუბლში ხვდება იმპერიას“ – გია ხუხაშვილი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე

ჩვენი მთავრობა ალბათ ჯერ ისევ ვერ იჯერებს, რუსეთში რაც ხდება და თფუი ეშმაკსო იძახის ალბათ“ – ალეკო ელისაშვილი

გიორგი გახარია: მოვუწოდებ მთავრობას, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.. საფრთხე რეალურია, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები