LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი იმედი ჩვენი ფეხზე დადგომის.. მედია, „ვაგნერელები“ გაძლებენ და კიდევ უფრო შეასუსტებენ ისედაც მომპალ იმპერიას“ – თინა ხიდაშელი

140
Untitled design (2)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „ეს ბუნტი უკრაინას დროს მოაგებინებს და ძალების მობილიზებაში დაეხმარება.

მედია: „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონში გამოჩნდა 

თინა ხიდაშელის თქმითვე, „ამ უსამართლო და სასტიკ ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ფეხზე დადგომის და გამთლიანების ერთადერთი იმედია:

„არც პრაგოჟინს ვგულშემატკივრობ და არც კი ვიცი არავინ რუსეთში ვინმე, ნემცოვის შემდეგ, ჩემი ქვეყნისთვის სიმშვიდეს რომ მოიტანს.

მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას ვგულშემატკივრობ და მეიმედება!

ამ უსამართლო, სასტიკ ომში უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი იმედი ჩვენი ფეხზე დადგომის, სუვერენიტეტის გამყარების, ქვეყნის გამთლიანების!!

სწორედ ამიტომ და მხოლოდ ამიტომ, თუ და რადგან ეს ბუნტი უკრაინას დროს მოაგებინებს, ძალების მობილიზებაში დაეხმარება და რუსეთის ფუნდამენტურ მარცხს დააჩქარებს, იმედია, გაძლებენ „ვაგნერელები“ და კიდევ უფრო შეასუსტებენ ისედაც მოფამფალებულ და მომპალ იმპერიას!!!“ – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

 

არც პრაგოჟინს ვგულშემატკივრობ და არც კი ვიცი არავინ რუსეთში ვინმე, ნემცოვის შემდეგ, ჩემი ქვეყნისთვის სიმშვიდეს რომ…

Posted by Tinatin Khidasheli on შაბათი, 24 ივნისი, 2023

 

ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

ამავე თემაზე:

მედია: მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლის და ასტანას მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის 

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

კადიროვი პრიგოჟინის აჯანყებაზე: „ეს ზურგში დანაა.. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთის ერთიანობა შევინარჩუნოთ“

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ – არავინ აპირებს ჩაბარებას“ – ევგენი პრიგოჟინი

„თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართავს

ფოტოები: „სამხედროებით და ტანკებით პარალიზებული როსტოვი“ – რა ხდება ქალაქში, რომელიც არსებული ცნობით, „ვაგნერმა“ დაიკავა

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

mazda magti 5g