“გუშინ ცუდად იქცეოდნენ, დღეს კარგად იქცევიან, ამ ლოგიკით მიშა სააკაშვილი დღეს გვეტყვის, რომ კარგი ბიჭი გავხდები და მოდით, მივიღოთ”, — ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს.
“გუშინ მოსამართლეები ცუდად იქცეოდნენ, დღეს კარგად იქცევიან” – ეს ფრაზა … ჰუმანურობა და მიმტევებლობა მე არ მესწავლება, სულ ადვოკატი ვიყავი და სულ დამცველი, მაგრამ ამ ლოგიკით, რა გამოვა? მიშა სააკაშვილიც გვეტყვის ახლა – “მე კარგი ბიჭი გავხდები” და მივიღოთ? მოდით, ამ ლოგიკით ყველასთვის გავხსნათ კარი და ყველა მივიღოთ. მე მგონია, რომ კეისარს კეისრისა და ყველას თავისი როლი და ადგილი უნდა ჰქონდეს, მე არ ვამბობ, რომ შური ვიძიოთ, მე არ ვამბობ, რომ რევანშისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ სამართლიანობა, აბა, რაღაა?” – აღნიშნა ბესელიამ.
