LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

73
ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე ბექა ბასილაიამ მოითხოვა, 10-წუთიანი შესვენება გამოცხადებულიყო და სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატები – დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია დაშვებულიყვნენ.

მოსამართლემ ბასილაიას ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, უკვე დაწყებულ პროცესზე ადვოკატების შესვლა უწყვეტობის პრინციპთან არაა შესაბამისობაში.

ამის შემდეგ ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ყოფნის გარეშე ისედაც ვერ ხედავდა სხდომაზე ყოფნის აზრს, რადგან, მისივე თქმით, რიგი საკითხები სააკაშვილთან უნდა შეჯერდეს და იმედი ჰქონდა, რომ სხვა ადვოკატებს მესამე პრეზიდენტთან კომუნიკაციის ხარჯზე უკვე ეცოდინებოდათ სააკაშვილის პოზიცია, ან საქმეზე რამე ახალი გარემოება, თუმცა მოსამართლემ ისინი სხდომაზე არ დაუშვა.

„მე ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს, ვიდრე არ გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საკითხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს მისი იურიდიული მხარდაჭერა, მე აზრს ვერ ვხედავ“,- განაცხადა ბასილაიამ.

ბექა ბასილაია: დღეს პირადად შევხვდი სააკაშვილს, თავისი ფეხით, ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩამოვიდა – ვადასტურებ, რომ პროცესზე მონაწილეობას შეძლებს

 

magti 5g