LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

137
შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. 

ის დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას მიმართავს თხოვნით, რომ ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თანამდებობას ჩამოშორდნენ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

„ტოქსიკოლოგმა და ექიმმა დეივიდ სმიტმა, რომელიც დაიკითხა სასამართლო პროცესზე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. ასევე, ამერიკელმა ფსიქიატრმა, ერიკ გოლდსმიტმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.

მარიამ ჯიშკარიანის საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მთელი დარღვევები იყო, ის ხშირად სიტყვა წამებას ახსენებს. ყველა დაკითხულმა პირმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ადგილი პენიტენციურ დაწესებულებებში ჰქონდა.

მაღალჩინოსნები, რომლებიც იმ პერიოდში მუშაობდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში და მალხაზ ურთქმელიძე, რომელიც ხელმძღვანელობს სამედიცინო დეპარტამენტს, შესაძლოა, ამ დანაშაულებში იყვნენ მონაწილეები.

ამიტომ, ვიდრე ეს გამოძიება არ დამთავრდება, არ გამოიკვეთება დანაშაულის ჩამდენი პირები, მანამ ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თავიანთ თანამდებობას უნდა ჩამოსცილდნენ.

ბაჩო დოლიძე: მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს

მე მინდა შევახსენო ყველას, მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო წამების მუხლს არ აქვს ხანდაზმულობა. მთავრობა წავა, ხალხი დარჩება და ყველას პასუხისმგებლობა მოუწევთ. ამიტომ, ეს რომ ასე არ მოხდეს, ამ კუთხით გამოძიება აქტიურად უნდა დაიწყოს.“– განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ასევე, დღეს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ჩანაწერებს გამოითხოვს.

ენმ ხაბეიშვილზე: უნდა გვაერთიანებდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა, სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ – 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 მდებარეობაზე

 

 

 

 

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
magti 5g