„ჩვენ ვართ ცივილური სამყაროს ნაწილი და არა ველური რუსეთის, იმ საბჭოთა კავშირის, სადაც პოლიტიკური შურისძიება, მკვლელობა, მოწამვლა ჩვეულებრივი ამბავია”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, მშვიდობის ხიდთან განაცხადა.
დოლიძეს მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი რუსული თამაშის წესების მიხედვით მოქმედებს.
“დღეს, 6 საათზე, მშვიდობის ხიდზე ვიკრიბებით და ჩვენ გვექნება ერთიანი გზავნილი მსოფლიოსთან მიმართებით. ჩვენ ვართ ცივილური სამყაროს ნაწილი და არა ველური რუსეთის, იმ საბჭოთა კავშირის, სადაც პოლიტიკური შურისძიება, მკვლელობა, მოწამვლა ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ ერთხელ მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს. შერჩეული გვაქვს რამდენიმე ქალაქი, სადაც 6 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება, მათ შორის, ეს არის ზუგდიდი, ქუთაისი, ასევე გურიაში, ბათუმში გვექნება და ამ გზავნილით ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს“, – განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება, აქციები 18:00 საათზე დაიწყება.