LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენპროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს

94

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას,“ – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.

იმ ბინასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, უკრაინის პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ, თუმცა მათ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინაში არ უშვებს. თავად სააკაშვილი კი ბინის სახურავზე იმყოფება. ცოტა ხნის წინ უკრაინული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ის სახურავიდან გადმოხტომას აპირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g