„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იგეგმება. კითხვაზე, მოინახულებენ თუ არა სააკაშვილს, მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, სუბარი აცხადებს, რომ ეს ჟურნალისტების დასახელებული გვარებია, ხოლო თუ ვინ მოინახულებს, ეს მალე გახდება ცნობილი.
„თუ დასჭირდება სუიციდის პროგრამაში ჩავრთავთ“ – სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე
„გვახსოვს, როგორ აწამებდნენ მას თითქოს რაღაც დასხივებით, მანქანა იდგა საავადმყოფოში, ასხივებდა თურმე და ერთდღიანი ხუმრობის თემად იქცა, მერე იყო განცხადებები ფამაკოლოგიურ წამებაზე და ესეც მალე ყველას დაავიწყდა, მიუღებელი და არაადეკვატური ტერმინია, რომელსაც თვითონ სააკაშვილი იყენებს, რომ მისი ინვალიდიზაცია ხდება და თქვენი კოლეგები ამბობენ, მალე ბუჩქად თუ მცენარედ იქცევა სააკაშვილიო, ეს ყველაფერი ანეკდოტების თემაში გადავიდა.
ადამიანის მიმართ რომ იყოს მართლა ჯანმრთელობის საფრთხე და წამების რაიმე ნიშანი რომ გამოვლენილიყო, მით უმეტეს, როცა საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ შეწყვეტდა საქმის განხილვას, პირიქით მიანიჭებდა პრიორიტეტს და დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება. ის, რომ შეწყვიტა საქმის შესწავლა, ნიშნავს, რომ არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ ემუქრება და არანაირი წამებასთან მიმსგავსებული ქმედება არ ხორციელდება.
თუ ადამიანი თვითდაზიანებას მიმართავს, როგორც ამას ამბობს სამედიცინო კონსილიუმის წევრი წულაძე, ამას სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება მიაქცევს შესაბამის ყურადღებას. მისი მონახულება იგეგმება, გაიგებთ მალე, ვინ მოინახულებს”, – განაცხადა სუბარმა.
ამავე თემაზე: