LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი – სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს“: კახა კალაძე სააკაშვილზე

131
კახა კალაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით თბილისის მერი განცხადებას აკეთებს. კახა კალაძე ამბობს, რომ „ეს არის უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი“. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს.

„თუ დასჭირდება სუიციდის პროგრამაში ჩავრთავთ“ – სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე

კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელი, სხვა საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში, პირიქით, გაიზარდოს.

„მინდა დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, მინიმუმ ის, რაც მისჯილი აქვს. დანარჩენს, სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას დაველოდოთ. იცით, რომ 6 წელი მისჯილი უკვე აქვს. სხვა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც აქვს მისჯილი,“ – განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე:

„ბევრი წესის აგება მოუწევთ, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“ – გიგი უგულავა

“თრომბოტული მასა შეიძლება მოწყდეს და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გამოიწვიოს” – ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე საუბრობს და ექიმებს მიმართავს

„არც მინდა ფიქრი, რომ ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს მისი ცხოვრება, ვითხოვ ოჯახის წევრი გადამირჩინონ“ – მიხეილ სააკაშვილის ძმა საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს

„დღეებია დათვლილი” – ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაში დასახმარებლად ჯო ბაიდენსა და კელი დეგნანს მიმართეს

„პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია“ – გახარიას გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს არ მოაწერს

ბაია დვალიშვილი: „სააკაშვილმა დაგვაჯერა, რომ ძალიან კარგები და მაგრები ვართ, ივანიშვილმა კი დაგვანახვა, ვინც ვართ რეალურად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g