LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თრომბოტული მასა შეიძლება მოწყდეს და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გამოიწვიოს” – ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე საუბრობს და ექიმებს მიმართავს

368
BeFunky-collage (2)

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ექიმებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, ხანგრძლივი იმობილიზაცია, ნებისმიერ, თუნდაც ჯანმრთელ ადამიანში, არის მაღალი პროთრომბოტული რისკების შემცველი მდგომარეობა.

მისივე თქმით, სააკაშვილს მნიშვნელოვანი ანემია აღენიშნება, რაც მისი მდგომარეობის პროფილაქტიკასაც და სისხლძარღვოვანი კატასტროფების მკურნალობასაც ურთულესს ხდის.

“რადგან ხმა არ მიმიწვდება ციხის ექიმებთან, აქ დავწერ, იქნებ ასე გაიგონ…

ყოფილი პრეზიდენტის საკნიდან გამოსული ყველა რესპონდენტი ერთხმად იმეორებს, რომ მას არ შეუძლია გადაადგილება.
ხანგრძლივი იმობილიზაცია, ნებისმიერ, თუნდაც ჯანმრთელ ადამიანში, არის მაღალი პროთრომბოტული რისკების შემცველი მდგომარეობა. ასეთ დროს ადვილად ფორმირდება თრომბი ქვემო კიდურების ღრმა ვენებში, მინიმალური მოძრაობის დროს, ამგვარი თრომბოტული მასა შეიძლება მოწყდეს და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გამოიწვიოს.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მაღალი ლეტალობის მქონე სისხლძარღვოვანი კატასტროფაა. ციხის პირობებში კი არა, გარეთ მყოფებშიც არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება ასეთი კატასტროფის დროს.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მნიშვნელოვანი ანემია აღენიშნება, რაც პროთრომბოტული მდგომარეობების პროფილაქტიკასაც და სისხლძარღვოვანი კატასტროფების მკურნალობასაც ურთულესს ხდის.

არ მინდა დავიჯერო რომ ეს რისკები არ გესმით. სამედიცინო სკოლის მეოთხე კურსელ სტუდენტს უკვე მოეთხოვება ამ რისკების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

სხვა რისკებიც არსებობს ლოგინს მიჯაჭვული პატიმრისთვის უეცარი კატასროფების განვითარების.

ექიმები და ექთნები მაინც ნუ მიიღებთ ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობას. თქვენი პროფესიული ვალდებულება სიცოცხლის გადარჩენაა. ხელფასს ადამიანებისთვის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაში გიხდიან,” – წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები