LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი წესის აგება მოუწევთ, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“ – გიგი უგულავა

325
imedinews-16-2

მირჩევნია, ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც პატრიარქს არ აქვს ვალდებულება, ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხებში, ისევე, როგორც პირიქით, პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ ეკლესიის საკითხებში, – აცხადებს ოპოზიციონერი გიგი უგულავა.

„იარეთ მღვდლებთან, დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, რადგან წესის აგება მღვდლის საქმეა და ბევრი წესის აგება მოუწევთ. სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება  ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია; ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს დიდ შურისძიებას. კბილი კბილისა წილ იქნება, თვალი თვალისა წილ იქნება. კლავთ ადამიანს?! მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, პირდაპირ ვამბობ – სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ათიათასობით ადამიანი. ფიზიკურ შურისძიებაზეა საუბარი. მოკლავენ პრეზიდენტს და ამაზე პასუხს არ მოსთხოვს სახელმწიფო და მოსთხოვს ხალხი. დიახ – შუასაუკუნეებში ვართ?! ერთი წუთითაც არ ვიხევ უკან, პირდაპირ გეუბნებით. კაცს კლავენ და ლოყებდაბერილი ვოლსკი გვეუბნება, თავის თავს დააბრალოსო. აი, ვინ ვის დააბრალებს, მერე ვნახავთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ „TV პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g