LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის დაყოვნება ციხეში ერთი საათითაც კი არ შეიძლება: მარიამ ჯიშკარიანი

468
image-2021-11-01-121114

არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის, – მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ორგანიზაცია “ემპათია” ალტერნატიულ სამედიცინო კომისიას ქმნის, სადაც რამდენიმე პროფილის ექიმი ერთიანდება

ექიმები მზადყოფნას გამოთქვამენ, არამხოლოდ გააკონტროლონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ საჭროების შემთხვევაში დახმარებაც გაუწიონ.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ციხის ისტორიაში წერია, რომ სააკაშვილს მსუბუქ ფორმაში გადატანილი კორონავირუსი აქვს, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.

“სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კოვიდი იყო მძიმე, მას დასჭირდა პულმონოლოგის მონიტორინგი, შესაბამისად აუცილებელია, გაგრძელდეს მონიტორინგი” – აცხადებს ჯიშკარიანი

ექიმის განცხადებით არსებობს დიდი რისკი და ამიტომ სააკაშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა იყოს

“ახლა რომ მოწყობა დაიწყეს ციხის მე-18 დაწესებულებაში ამდაგვარი განყოფილების არის ძალიან სასაცილო და ეს არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მიდგმა და სადამსჯელო ზემოქმედება ფსიქოლოგიური, ადამიანზე”,- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ენდოკრინოლოგის ლალი ჯავაშვილის თქმით, ამ დრომდე თავიდან აშორებული იქნა მძიმე არითმიის შეტევა და გულის გაჩერება, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ არავინ იცის.

“იქნა აშორებული თავიდან მძიმე არითმიის შეტევა და გულის გაჩერება, დღემდე ცოცხალია, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება ეს ხომ არავინ არ იცის.ყოველ წუთს შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რომელიც არის წინაპირობა სავალალო გამოსავლის. ბოლო 5 დღის განმავლობაში ის არანაირ წამალზე და არანაირ დამხმარე საშუალებებზე: ამინომჟავების ნაკრებზე, ტკბილ სითხეზე და ა.შ არ თანხმდება რომ მიიღოს. ლოგიკა ხომ არსებობს? რა მდგომარეობაში უნდა იყოს? სავარაუდოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში”,- ამბობს ლალი ჯავაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g