LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის დღევანდელი პოსტის ქვეშ ხდება საგიჟეთი, სულ ბიძინაზე მიყიდულს და მონას მეძახიან, თუ მოწყენილები ხართ, შედით და მაგრად გაერთობით“ – ინგა გრიგოლია

774
ფორტუნა (24)

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ინგა გრიგოლია წერს, რომ ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების კრიტიკა დაიმსახურა.

„მე რომ მჭირს, ისეთი უნდა, რა. ქოცნი ხომ დღენიადაგ მაგინებენ, შე ნაცოო და ნაცები -შე ქოცოო. ახლა სააკაშვილის დღევანდელი პოსტის ქვეშ ხდება საგიჟეთი.  სულ ბიძინაზე მიყიდულს და მონას მეძახიან. თუ მოწყენილები ხართ, შედით და მაგრად გაერთობით.

P.s. ღმერთო, ისე ნუ გამაგიჟებ, რომელიმე პოლიტიკოსზე შეყვარებულმა, ყველა ვწყევლო, ვისაც ბელადი გააკრიტიკებს (თუ აქეთ და თუ იქით)“. – წერს ინგა გრიგოლია.

„ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას“ – რას წერს სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები