LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე აძლევენ

102
1

პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მართავენ.

მათი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისტორიული შანსი აქვს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და ეროვნულ შერიგებაზე დაიწყოს საუბარი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს შეხვედრისთვის ვადას 15:00 საათამდე აძლევენ.

“შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან, იმიტომ, რომ ეს დაბრკოლება არ იყოს. მართლა გვინდა ის შეგვხვდეს, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, ვინც მიშას პოლიტიკურად არ ეთანხმება, რათა ნახოს, რომ სინამდვილეში მიშას თავისუფლების მოთხოვნა არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი.” – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანმა ადგილზე ასევე წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც, სადაც მან საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიაზე ისაუბრა:

“ჩვენ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ცალკე აღებულ სიცოცხლეზე არ ვსაუბრობთ, რომელიც აქ დაბრუნებით პრაქტიკულად გადავდე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ პროკურატურაზე, თავისუფალ მედიაზე და ზოგადად, ძალადობისგან თავისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხუთი შეთავაზება შეთავსებადია ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან და ეკონომიკის განვითარებასთან, არამედ ხელს უწყობს მათ.

როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს, ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე და არჩევნებამდე მისვლაზე.” – წერია სააკაშვილის მიმართვაში.

magti 5g