LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არჩევნებზე არ მივა, ხელს აწერს მის ფიზიკურ განადგურებას: ხაბეიშვილი

179
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის მორიგ მიმართვაზე ისაუბრა.

ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილმა ყველას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას:

“მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტურად გააზრებული აქვს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო ქვეყანაში ჩამოსვლით. მან თქვა, რომ ხვალ ქართველი ხალხის ხელშია მისი ბედი. ყველას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ, მონაწილეობას იღებენ მის ფიზიკურ განადგურებაში.

ამიტომ, მნიშვნელოვანია ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს, რომ არ ვართ ის ერი, რომელიც თავისი პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლის განადგურებას მშვიდად უყურებს და ღარიბაშვილივით მის მკვლელობას ხელს მოაწერს.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამაში მონაწილეობას ქართველი ხალხი მიიღებს. ის არის მტკიცე, როგორც არასდროს. 29-ე დღეა შიმშილობს და რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაწუწუნება ან მსგავსი ამ ორი საათის განმავლობაში არ მომისმენია. ის ქართველ ხალხს ამხნევებს და ელოდება, რომ ხვალ მისი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას არა რუსების სასარგებლოდ, ანწუხელიძის და ტატუნაშვილის მკვლელების გულის გასახარად, არამედ ჩვენი სამშობლოს გასახარად. სააკაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა იმის გამო, რომ ჩვენ მოქალაქეებს ძალიან უჭირთ, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, უმუშევრობაა, ემიგრაციაში მიდის ხალხი და შესაბამისად, ყველამ უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხიმგებლობა.” – თქვა ხაბეიშვილმა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი შიმშილობს იმიტომ, რომ ამ დრომდე არ ეძლევა სასამართლოს უფლება:

“29 დღეა არ ეძლევა სასამართლოს უფლება. ხელისუფლებას ვიზუალურად სააკაშვილის გამოჩენისაც კი ეშინია. ამ დრომდე სააკაშვილს არ ეძლევა სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება, იმიტომ, რომ ხელისუფლებას მისი ხმის გაგონებისაც ეშინია. ამასთან, სააკაშვილის ადვოკატი არ შემოუშვეს ქვეყანაში. სააკაშვილის უფლებები ირღვევა.” – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g