LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზაა ამოყირავება, რევოლუცია: ალეკო ელისაშვილი

161
ალეკო ელისაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ოპოზიციურ პარტიებს ​მოუწოდებს, რომ პლებისციტს არ დათანხმდნენ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ლეკო ელისაშვილი ეხმიანება.

მისი განცხადებით, სააკაშვილს არც პლებისციტი, არც ვადამდელი არჩევნები და არც პოლიტიკური მართლმსაჯულების ცვლილება არ უნდა რადგან, მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, რისთვისაც ყველაზე მარტივი გზა “ამოყირავება, რევოლუციაა”.

ელისაშვილი პარლამენტში ოპოზიციის შესვლაზც საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში შესვლა სულ უნდოდა, “მაგრამ რაღაც ხელმოსაჭიდი ვერ მოძებნეს”.

სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა, არც ვადამდელი არჩევნები, არც პოლიტიკური მართლმსაჯულების ცვლილება, არც საარჩევნო სისტემის რეფორმა, არაფერი აინტერესებს ობიექტურად. ამ კაცს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის ამოყირავება – რევოლუცია. მას უნდა იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც დაკარგა. ეს იმისთვის უნდა, რომ შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც მანამდე ძალაუფლება დააკარგვინა, ზურგი აქცია და ა.შ. რევანშისთვის უნდა, დანარჩენი მისთვის არაფერი საინტერესო არ არის. რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის საინტერესო არ არის. შარშან ამბობდა, პროპორციული ვისაც უნდა, სულელიაო. არადა მთელი ქვეყანა ვიბრძოდით იმისთვის, რომ პროპორციული გვქონოდა. ოპოზიციის დიდ ნაწილს შემოსვლა სულ უნდოდა, მაგრამ რაღაც ხელმოსაჭიდი ვერ მოძებნეს. ჩვენი პარტია, სხვებისგან განსხვავებით, არ მივედ-მოვედებოდით. ვთქვით, რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები“, – განაცხადა ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც გამოეხმაურნენ:

არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს: ელენე ხოშტარია

არ ვიზიარებ სააკაშვილის პათოსს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, მიუღებელია – უგულავა

გიგა ბოკერია ივანიშვილს სააკაშვილის ჯინაზე პლებიცისტის ჩატარებისკენ მოუწოდებს

პოპულარულები