LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ქალაქი დღეს სტუმრებს 12:00 საათიდან მასპინძლობს

125

საახალწლო ქალაქი, 29 დეკემბერს, თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს 12:00 საათიდან მასპინძლობს. როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, მთელი დღის განმავლობაში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, “ბელგიური ვაფლი” და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. ასევე, გადაიღონ ფოტოსურათები დროში მოგზაურ სანტასთან ერთად.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. მსურველებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუებს ბატუტზე და პარკურს. ვარდების მოედანზე პანტომიმის თეატრის მსახიობები პერფორმანსებს გამართავენ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მცირეწლოვან სტუმრებს, საბავშვო ზონაში, ანიმატორები, მასკოტები, ჯამბაზები და ზღაპრის გმირები უმასპინძლებენ. აქტიური თამაშების ზონაში, პატარებს საშუალება ექნებათ ითამაშონ მაგიდის ფეხბურთი, მგიდის ჰოკეი, ტეზერბოლი, დართსი და სხვა თამაშები. ასევე ელფების მსვლელობა გაიმართება. საახალწლო ქალაქში, საგანგებოდ მოწყობილ, არტ სახლში, გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები. მოეწყობა თოჯინური თეატრის წარმოდგენები.

საახალწლო ქალაქში, საგანგებოდ დამონტაჟდება სცენა, სადაც, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და Dj-ების ფესტივალი გაიმართება.

ვარდების რევოლუციის მოედანზე საახალწლო ქალაქი 25 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. კულტურული, სპორტული თუ საბავშვო აქტივობები ვარდების მოედანზე 3 იანვრამდე გასტანს. 10 დღის განმავლობაში, თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას, წელს 700-ზე მეტი მუსიკოსი, მსახიობი და შემსრულებელი შეეცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები