LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფოში 306 დღის გატარების შემდეგ, კოვიდ–პაციენტი სახლში დაბრუნდა

119
-116681144-geoff2

74 წლის ჯეფრი ვულფი კორონავირუსით გასული მარტის თვეში დაავადდა და 20 მარტს მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

აპრილში ჯეფრის სამი ვაჟი საავადმყოფოში გამოიძახეს, რათა მომაკვდავ მამას დამშვიდობებოდნენ, მოხუცის ტვინი აღარანაირ აქტივობას აღარ აჩვენებდა.

„როდესაც პირველად მოვედით საავადმყოფოში, გვითხრეს, რომ მამა აღარ იყო, გვითხრეს, რომ შევსულიყავით და დავმშვიდობებოდით“ – იხსენებს ჯეფრის ვაჟი ნიკ ვულფი.

ვაჟები ასე მარტივად არ დანებდნენ და ტვინის განმეორებითი სკანირება მოითხოვეს. მედიკოსთა გასაოცრად, ამჯერად მცირე აქტივობა დაფიქსირდა, რაც ოჯახისთვის დიდი იმედის მომცემი იყო.

ჯეფრი კომიდან ივლისში გამოვიდა, მას ერთი მხარე პარალიზებული ქონდა, საუბარი უჭირდა, თუმცა ცოცხალი იყო.

ამის შემდეგ მოხუცი რეაბილიტაციისთვის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან კიდევ 180 დღეს გაატარა და სახლში წასვლამდე სრულად გამოჯანმრთელდა.

შეიძლება ითქვას, რომ ჯეფრი საავადმყოფოში გატარებული დროის ხანგრძლივობით კოვიდ–პაციენტებს შორის ნამდვილად რეკორდსმენია. ეს პერიოდი ოჯახისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა და შვილების მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

„არც კი ვიცი, როგორ გადავიტანეთ ეს პერიოდი. ყოველ დღე საავადმყოფოდან ზარს ველოდებოდით, იყო ბევრი ცრემლი და დარდი“, –  ამბობს სემ ვულფი, ჯეფრის ვაჟი.

აღსანიშნავია, რომ მანამ სანამ კორონავირუსით დაავადდებოდა, ჯეფრიმ სწავლა დაიწყო და ხელოვნების ისტორიას ეუფლებოდა. სწორედ ამიტომ, შვილები მას საავადმყოფოში აუდიო წიგნებით ამარაგებდნენ. ექიმებმა შეამჩნიეს, რომ წიგნს პაციენტზე ძალიან პოზიტიური გავლენა ქონდა და ამ პრაქტიკის დანერგვა სხვა ინფიცირებულთა დასახმარებლადაც დაიწყეს.

ჯეფრი კი უკვე სახლში დაბრუნდა. პირველი რაც მან საყვარელ მისაღებში აღმოჩენის შემდეგ მოითხოვა, გემრიელი სტეიკი იყო.

„სახლში ყოფნის ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ საავადმყოფოში არ ხარ. შემიძლია ვჭამო ყველაფერი რაც მსურს. ვნახო ჩემი ბიჭები და მეგობრები. ჩემი ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ!“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g