LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფოში გატარებული ერთი თვის შემდეგ, 99 წლის პრინცმა ფილიპმა კლინიკა დატოვა

340
princpilip

დედოფალი ელისაბეტის ქმარი, ედინბურგის პრინცი ფილიპი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკას ტოვებს. ის პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც მან მეფე ედუარდის სახელობის კლინიკა დატოვა და უინძორის სასახლეში გაემგზავრა. ცნობილია, რომ პრინცმა ფილიპმა გულზე ოპერაცია გადაიტანა, რასაც თან ინფექცია დაერთო.

პრინცი ფილიპი საავადმყოფოდან სპეციალური ეტლით გამოიყვანეს. მას თან ახლდა სამეფო ოჯახის დაცვის სამსახური. ფოტოგრაფებმა ის სახლისკენ მიმავალ გზაზე გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები