LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა

29

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა.

როგორც ”ავტორადიოს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ37 (ქუთაისი-ტყიბული) მონაკვეთზე  და ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის  საზღვარი) საავტომობილო  გზაზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები