„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ.
ინფორმაციას და ვიდეოს ბუაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც „ვთაგავ (ბოდიშს გიხდით უცენზურობისთვის)“, – წერს ბუაძე.