საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია საკუთარ Instagram-გვერდზე 11-კაციან გუნდს აქვეყნებს, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით არიან განლაგებულები.
მათ შორის არის თავად საბაც. ფოტოზე თითოეულ მოთამაშეს სავარაუდო სატრანსფერო ფასიც აქვს მითითებული, რომელიც Transfermarkt.de-ს მონაცემებითაა შედგენილი.
ფოტო სოციალურ ქსელში ქართველმა ფეხბურთელმა დადო და მას მიაწერა: “საბჭოთა კავშირის ნაკრები 2018”.
გუნდში ერთი ქართველი, ერთი სომეხი, ხუთი რუსი და ოთხი უკრაინელი ფეხბურთელია.
“სიმბოლური გუნდი” ასე გამოიყურება:
მეკარე: იგორ აკინფეევი (რუსეთი)
მცველები: იაროსლავ რაკიტსკი (უკრაინა), საბა კვირკველია (საქართველო), მარიო ფერნანდესი (რუსეთი),
გეორგი შენინკოვი (რუსეთი).
ნახევარმცველები: ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა), ალექსანდ გოლოვინი (რუსეთი), ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი), ევგენი კონოპლიანკა (უკრაინა), ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა).
თავდამსხმელი: ფიოდორ სმოლოვი (რუსეთი).
sportall.ge