LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო სექტორი მზადაა, მოქალაქეებს შეზღუდვების ნეგატიური გავლენა შეუმსუბუქოს

231
thumb

საბანკო სექტორი მზად არის განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები,- ამის შესახებ „საბანკო ასოციაციაში“ აცხადებენ. მათი თქმით, საბანკო სექტორი ინდივიდუალურად განიხილავს იმ მსესხებლების განაცხადებს გადავადების თუ რესტრუქტურიზაციის შესახებ, ვინც შესაბამისი დამადასტურებელი საბუთით მიმართავს, რომ შემოსავალი შეუმცირდა.

„2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზადაა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა. 2020 წლის ივნისიდან საბანკო სექტორი მუდმივ რეჟიმში სწავლობს და რეაგირებს კომპანიების შეცვლილ მოთხოვნებზე და რეალობაზე. ნებისმიერი განცხადება საბანკო სექტორის შესაძლო ქმედითუნარიანობის შემცირებასთან დაკავშირებით საფუძველმოკლებულია. 2019-2020 წლების განმავლობაში შექმნილი კაპიტალის ბუფერები და რეზერვები იძლევა სისტემის მდგრადი განვითარების საშუალებას. მსესხებლები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი დეკემბერ-იანვრის დროებითი ღონისძიებების შედეგად, უნდა დარეგისტრირდნენ მთავრობის მიერ დაანონსებულ პორტალზე, რაც მათი განაცხადების დაჩქარებული დაკმაყოფილების საშუალებას შექმნის. ის მსესხებლები, რომელთა შემოსავლების სტრუქტურა შეიცვალა ან შემცირდა, შემცირების დამადასტურებელი საბუთებით მომართვის შემთხვევაში, სექტორი ინდივიდუალურად განიხილავს მათ განაცხადებს და შესაბამისად, ინდივუდუალურად მიიღებენ გადავადების თუ რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებებს”,- აღნიშნულია „საბანკო ასოციაციის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g