LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა

84
saba2010

ლიტერატურული კონკურსი “საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 91 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბას“ კონკურსი მეთვრამეტედ ტარდება.

2020 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ –  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები:

დოდო ყვავილაშვილი,  მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

ელზა ახვლედიანი, ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (არტანუჯი)

ხათუნა ცხადაძე, მელანია მაცუკოს „ვიტა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „დაუმარცხებლები“ (არტანუჯი)

თამარ ლომიძე, აირის მერდოკის „შავი პრინცი“ (დიოგენე)

თამარ კოტრიკაძე, ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“ (წიგნები ბათუმში)

თამარ ჯაფარიძე, ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ (პალიტრა L)

მანანა ღარიბაშვილი, პუბლიუს ვერგილიუს მარონის „ბუკოლიკური პოეზია (ეკლოგები)“ (არტანუჯი)

თაკო ჭილაძე, თომას ვულფის „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ (არტანუჯი)

რუსუდან ღვინეფაძე, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“ (ალეფი)

გურამი ღონღაძე, ჯეიმს ბალარდის „ცათამბჯენი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

თინა ღარიბაშვილი, მიშელ ტურნიეს „მეტეორები“ (ალეფი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g