საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ინკი გოლდი“ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. ბრენდმა უკვე გამოუშვა ქალის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ახალი კოლექცია, რომელიც თბილისის მოდის კვირეულზეც წარმოადგინა.
როგორც „ინკი გოლდის“ მენეჯერმა ანუკა მჭედლიშვილმა „ფორტუნა პლუსს“ განუცხადა, ბრენდმა პირველად შექმნა ქალის კოლექციის ხაზი და ამ კუთხით მუშაობას აგრძელებს.
მისივე ინფორმაციით, „ინკი გოლდის“ კოლექცია Tbilisi Fashion Week-ზე პირველად იყო წარმოდგენილი. ბრენდის პროდუქცია გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტზე.
მომხმარებელს კი „ინკი გოლდის“ ქალისა და ბავშვის კოლექციების შეძენა თაქთაქიშვილის 3 ნომერში შეუძლია. მსურველებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, სასურველი პროდუქცია „ინკი გოლდის“ ოფიციალური საიტის საშუალებით (www.inkygold.com ) შეიძინონ. ტელ: 595 42 40 19