LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბჭოთა კავშირში დავიბადე და მინდა, რომ აქ გარდავიცვალოთ” – აქცია გორში

189
BeFunky-collage (12)

სტალინის პორტრეტი, პირბადე და მაისური წარწერით СССР – გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან მოძრაობა „სტალინელების” წევრები სიმბოლიკებით მივიდნენ.

ისინი საბჭოთა კავშირის აღდგენას  და სტალინის ძეგლის ცენტრალურ მოედანზე  დაბრუნებას მოითხოვენ.

აქცია-პერფორმანსზე მყოფებმა ისაუბრეს რუსეთის როლზე საქართველოში, ზოგიერთმა მონაწილემ დაგმო საქართველოს მისწრაფება NATO-ს სრულფასოვანი წევრობისკენ.

“9 მაისს მოხდა ეს დიადი დღე. ისტორიის ფურცლებზე დაიწერა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ და ამას აღვნიშნავთ ჩვენ, სტალინელები. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე და მინდა, რომ ღმერთმა დიდხანს მაცოცხლოს მე, ჩემი მეგობრებიც და საბჭოთა კავშირში გარდავიცვალოთ, იმ მზიან ქვეყანაში, რომელიც შექმნა ღმერთმა სტალინმა”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეთა განცხადებებს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

 

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. წლების განმავლობაში, ამ დღეს ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებდნენ. თუმცა წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კიკვიძის პარკშია შესაძლებელი.

თითოეული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანზე გაიცა 1000 ლარიანი კომპენსაცია, ეს ღირსების საკითხია: კობალაძე

კალაძე: გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მადლობა ჩვენს ვეტერანებს თავდადებისთვის!

ვიდეო: “ვინც მიყვარდა აღარავინ დამრჩა, გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს” – უხუცესი ვეტერანების ემოციური მიმართვა ახალგაზრდებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g