LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბედისწერო ცეკვა პუტინთან – ავსტრიის ყოფილმა საგარეო მინისტრმა მუქარის გამო ქვეყანა დატოვა

4397
ing

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს რუსეთის პრეზიდენტთან ცეკვა ძვირად დაუჯდა – კარინ კნაისლმა “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს დატოვების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო – მიზეზი მუქარაა.

ავსტრიელებმა 2018 წლის 18 აგვისტოს, კნაისლის ქორწილში ვლადიმირ პუტინთან ცეკვა გაიხსენეს.

მსოფლიო მედიაში, ცეკვის ამსახველი ფოტოები განსაკუთრებული ინტენსივობით მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მიმდინარე წლის 23 მაისს კარინ კნაისლმა განაცხადა, რომ “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს ტოვებდა.

ახლა კი ის აცხადებს, რომ ქვეყანას მუქარის გამო ტოვებს.

ინფორმაცია თავდაპირველად The Washington Post-მა გაავრცელა.

მანამდე მედიამ კნაისლი რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულა. ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ცილისწამებაა და აღნიშნა, რომ მზად არის, საკუთარი უფლებები სასამართლოში დაიცვას.

კნაისლი 2017-2019 წლებში ავსტრიის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2021 წელს შეუერთდა დირექტორთა საბჭოს, როგორც “როსნეფტის” დამოუკიდებელი დირექტორი, თუმცა თანამდებობა მაისში დატოვა.

იგივე გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა.

ევროპარლამენტის ყოფილმა დეპუტატებმა შრედერისა და კნაისლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღეს, რის გამოც მათ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის შეწყვეტა მოუწიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g