დეპი-ჰარდის სკანდალური და დაუსრულებელი სასამართლო პროცესების შემდეგ, ჰოლივუდში ჯოლი-პიტის სასამართლო დავა იწყება, თანაც, როგორც ჩანს, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა. ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს და შვილების მამას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა 58 წლის პიტის დაახლოებული პირის მცირე ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ანჯელინას შურისძიება სურს და ყველაფერზეა წამსვლელი.
„ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტის კარიერის განადგურება და მისთვის ,,შატო მირაველის” წართმევა სურს, ის ყველაფერზე წავა, რათა თავის მიზანს მიაღწიოს“, – აცხადებს ინსაიდერი და დასძენს, რომ ბრედი აღნიშნული მოვლენებით ძალიანაა დამწუხრებული, თუმცა ყოველივე ეს მისთვის მოულოდნელობას სულაც არ წარმოადგენდა.
ფოტო: „ბრანჯელინას“ ახალი სკანდალი – ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის და რუს ოლიგარქს უჩივის