LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში 36 წლის საქართველოს მოქალაქე ფანჯრიდან ცეცლხმოკიდებული გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა

210
Capture

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. 36 წლის ქალი, ეგნატიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულიდან ცეცლმოკიდებული გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბერძნული მედიის ცნობით, ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა ქალი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაცემის შემდეგ ქალს ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა, თუმცა მანამდე გაზის ან სხვა აფეთქების ხმა არ გაუგონიათ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g