LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ფეხბურთელებმა დაღუპულ მიგრანტებს პატივი უცნაური აქციით მიაგეს (ვიდეო)

33

საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები მოედანზე დასხდნენ დაღუპული დევნილების ხსოვნის საპატივსაცემოდ.
ასეთი უცნაური აქციით დაიწყო საბერძნეთის მეორე დივიზიონის მატჩი.
„ლარისას“ და „ახარნაიკოსის“ შეხვედრის სასტარტო სასტვენისთანავე ყველა, 22-ვე მოთამაშე, ასევე მწვრთნელები, ოფიციალური პირები და სათადარიგოები დემონსტრაციულად დაჯდნენ მინდორზე. აქციამ ორ წუთს გასტანა.
ხუთშაბათს, ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა, რომლებთაც თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლა სურდათ. მომხდარს 24 ლტოლვილი შეეწირა.
ევროპარლამენტის 18 წევრი წინადადებით გამოვიდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ ეგეოსის ზღვის კუნძულის მოსახლეობა, დევნილებისადმი გაწეული დახმარებისა და საემიგრაციო საკითხებში ხელშეწყობისთვის.

 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=HkCsY8Zadzo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები