საბერძნეთში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ხანძარმა ათენიდან 50 კილომეტრში მდებარე კინეთას გარეუბნებში შეაღწია. დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი მცხოვრებლები სტიქიური უბედურების ზონას ტოვებენ, მათი ნაწილი კი სახლების გადარჩენას ბაღის სარწყავი მილების საშუალებით ცდილობს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით მეხანძრე, 3 სახანძრო თვითმფრინავი და 2 ვეტმფრენია ჩართული, თუმცა ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.
ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
