საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა მიიღო.
საბერძნეთში ორშაბათიდან რამდენიმე მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ალექსის ციპრასის განცხადებით, ქვეყანა თავის ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს განიცდის.