ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდება, რამდენიმე ფაქტორს ემყარება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.
,,ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც საგადასახადო რეფორმასთან იქნება დაკავშორებული. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რადგან 350-400 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირდება, რითაც ლარზე ზეწოლა შემცირდება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით. კონკრეტულად გაწერილი გეგმა გვაქვს თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით, ეს იქნება ირანთან სავიზო მიმოსვლის გაუქმება, დამატებითი რეისები და ა.შ.”,- განაცხადა კვირილაშვილმა.