LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბოლოოდ დადასტურდა: შორენა თეთრუაშვილი კოვიდინფიცირებულია

108
შორენა

კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“ – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდებოდა.  

დღეს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა მედიასთან საუბარში აცხდებდა, რომ შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები