LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბრალდებო სკამზე სხვებიც უნდა ისხდნენ“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

352
სს მზა

„საბრალდებო სკამზე სხვებიც უნდა ისხდნენ,“ – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს.

აღნიშნულის შესახებ გაიოზ ჩარკვიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ექიმს,  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

„8 დღის განმავლობაში ინფექციონისტი არ შესულა, რომელსაც [მდგომარეობა] თერაპევტთან ერთად უნდა ემართა. აგრეთვე, თვითონ [ბრალდებულმა ექიმმა] თქვა, რომ ეს ანტიბიოტიკი მე არ დამინიშნავსო და ეს სიმართლეა.

აქედან გამომდინარე, საბრალდებო სკამზე მასთან ერთად სხვებიც უნდა ისხდნენ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროკურორი იქნება თუ მოსამართლე, მისი გამოტანილი გადაწყვეტილებით არ მინდა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდეს, ისევ და ისევ, მის ექიმთან, მოსამართლეზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

„საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის  პირები, ვინც ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანს დოზაზე მეტი ნარკოტიკი გაუკეთა – ეს არის მკვლელობა“ – ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g