LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრალო ცხენი, ინგლისური რეკორდები და სხვა ამბები მოკლედ

87
2571720-53333110-2560-1440

ლეო მესიმ მე-100 მატჩი ითამაშა „ბარსელონას“ კაპიტნის რანგში.

 

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლუის სუარესმა 131-ე გოლი გაიტანა „ბარსას“ რიგებში და კლუბის ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა, რომელსაც ლადისლაო კუბილასთან ერთად იყოფს. რეკორდსმენი მესია (416 გოლი პრიმერაში), მეორეა სესარ როდრიგესი (190).

 

„ლაიპციგი“ პირველად გავიდა გერმანიის თასის ფინალში.

 

„აიაქსმა“ ამ სეზონში 160 გოლს მოუყარა თავი. ეს ჰოლანდიური ფეხბურთის რეკორდია. სეზონის ბოლომდე „აიაქსს“ კიდევ 5 მატჩი დარჩა.

 

პოლიციის ცხენი მორკამბი პატრულირებისას დაიღუპა. ეს იყო ლიგა 1-ის შეხვედრა „ბლეკპულსა“ და „ფლიტვუდს“ შორის. საბრალო ცხენი სტუმართა გუნდის ფანებს შეუშინდა და ლითონის ბოძს შეეჯახა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„ტოტენჰემმა“ მოიგო ყველა, ოთხივე მატჩი ახალ სტადიონზე საერთო ანგარიშით 8:0.

 

„ვულვერჰემპტონს“ ერთხელაც არ დაურღვევია წესი „ბრაიტონთან“ მატჩში. ასეთი რამ პრემიერლიგაში არასოდეს მომხდარა.

 

„საუთჰემპტონის“ თავდამსხმელმა შეი ლონგმა „უოტფორდს“ მე-8 წამზე (7.69 წმ) გაუტანა. ეს ყველაზე სწრაფი გოლია პრემიერლიგის ისტორიაში.

 

დავიდ ლუისი ინდიელია, ჟირუ – მამალი. „ჩელსის“ ფეხბურთელებმა „ბარნლისთან“ ვერმოგებული თამაშის შემდეგ წვეულება მოაწყვეს. ეს საღამო ლუისის 32 წლის იუბილეს გამო შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები