LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერის ეროტიკული და ზღაპრული ფოტოსესია ,,როლინგ სტოუნისთვის”

158
photo-collage.png (15)

საბრინა კარპენტერი ,,როლინგ სტოუნის” საზაფხულო ნომრის სახეა. ივლისისა და აგვისტოს ორმაგი გამოცემის ფურცლებზე არტისტი სექსუალური იმიჯით წარდგა. სურათებზე, კარპენტერი Victoria’s Secret-ის საარქივო თეთრეულებით, ასევე ,,შანელის”, ალექსანდრ მაკქუინისა და სხვა მოდის სახლების პიკანტური ლუქებითაა აღბეჭდილი.

საბრინას უახლესი ფოტოსესია Rolling Stone-ისთვის ეროტიკული, ზღაპრული და გულახდილი გამოვიდა. ამ ნომრის მთავარი იდეაც სწორედ მისი შემოქმედებისა და თავისუფლების აღბეჭდვა იყო ვიზუალური შოკითა და მასშტაბური მუსიკალური სიახლით.

ჟურნალთან ინტერვიუში შემსრულებელმა პოპულარობაზე, ახალ ალბომზე, თავდაჯერებულობასა და უამრავ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, რომლებიც მის მუსიკალურ კარიერასა და პირად ცხოვრებას ეხება.

შეგახსენებთ, რომ საბრინა კარპენტერი მეექვსე სტუდიური ალბომის – Short n’ Sweet რელიზიდან ერთი წლის თავზე ახალ დისკს – Man’s Best Friend გამოუშვებს.

საბრინა კარპენტერი ახალ დისკს გამოუშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები