LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოს ბიჭები ევროპაში მიდიან: გიორგი ჩოჩიშვილი სლავიას მეკარეა

38

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი კარიერას ჩეხური ფეხბურთის გრანდ “სლავიაში” გააგრძელებს. ნიჭიერმა მეკარემ პრაღელებს ბედი 3 წლით დაუკავშირა.

გიორგი თავდაპირველად 21 წლამდე გუნდში იქნება და თუ სამწვრთნელო შტაბს საკუთარი თამაშით თავს მოაწონებს, პირველ გუნდშიც დაწინაურდება.

ჩოჩიშვილმა ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე კარგი თამაშით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს. 19 წლის მეკარე “საბურთალოს” აღზრდილია, გასული სეზონი იჯარით “შევარდენის” რიგებში გაატარა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში, „საბურთალომ“ რამდენიმე მოთამაშე გაუშვა ევროპაში.

ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვესი ერთწლიანი იჯარით “მონაკოს” პარტნიორ კლუბში, ბელგიის პირველი დივიზიონის “სერკლ ბრიუგეში” ითამაშებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგის “ჟირონაში” ჩაირიცხა.

ახლა რიგში გიორგი ხარაიშვილია – „საბურთალოს“ 21 წლის კაპიტანი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდში გააგრძელებს.

ხარაიშვილის ტრანსფერის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და შესაძლოა, კონტრაქტზე ხელი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მოეწეროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები