LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

452
შუქი

დღეს საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კალანდაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიასა და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, მუხის, კანდელაკის, მიქატაძისა და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

პოპულალურები