გასული წლის განმავლობაში, საჭირო წამლის შეძენის ფინანსური საშუალება მოსახლეობის 50%-ს არ ჰქონდა, 49% კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამის შესახებ საუბარია NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.
NDI-ის კითხვაზე, გასული წლის განმავლობაში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გადაგიდიათ თუ არა მკურნალობა იმის გამო, რომ ფინანსური შესაძლებლობა არ გქონდათ, 54% პასუხობს რომ კი, 45% ამბობს, რომ არა.
კვლევის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს სრულად მოსახლეობის 26% ენდობა, ნაწილობრივ ენდობა 54%, ნაწილობრივ არ ენდობა 9%, საერთოდ არ ენდობა 8%.
უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე - კიდევ რა აწუხებს ხალხს
რესპონდენტთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია
მოსახლეობის 25% ამბობს, უგრძვნია რომ ექიმმა არასაჭირო წამალი პირადი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გამოუწერა, 70% ამბობს, რომ მსგავსი რამ არ უგრძვნია.
შეგახსენებთ, საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.