LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საჭიროა, რომ ოთხფეხა მეგობრებს თან სათანადო რეგულაციები ახლდეს” – სალომე სამადაშვილი

75
სალომე-სამადაშვილი

საჭიროა, რომ ოთხფეხა მეგობრებს თან სათანადო რეგულაციები ახლდეს, – აღნიშნულის შესახებ პარტია “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისივე თქმით, მეტი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ჩვენი სოციალური სივრცის ოთხფეხა წევრებზე და მათ ცხოვრებაზე.

“სამწუხაროდ ეს დღეები ბევრი დროის გატარება მიწევს ვეტ კლინიკებში. ჩემი ძაღლი ავადმყოფობს. უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა ოჯახის ოთხფეხა წევრების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ყველგან უამრავი პაციენტი ირევა, ყველგან რიგია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იხსნება მათთვის ვეტ კლინიკები თუ მაღაზიები.

წინასწარ ვიცით, Happy End შეუძლებელია და ერთ დღეს დავემშვიდობებით…მაგრამ ადამიანის ლტოლვა უპირობო სიყვარულისკენ იმხელაა, რომ მაინც ვუხსნით ჩვენი სახლის და გულის კარებს. ვზრდით, გვიყვარს და ვუვლით, როგორც შეგვიძლია. ალბათ ‘როგორც შეგვიძლია’ არაა საკმარისი. საჭიროა, რომ ოთხფეხა მეგობრებს თან სათანადო რეგულაციები ახლდეს.

დღეს პიტბულის დაკბენილ ბავშვზე გამახსენდა, მაგრამ აქ კონკრეტული ჯიშის აკრძალვაზე არაა საუბარი, არამედ იმაზე, რომ მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენი სოციალური სივრცის ოთხფეხა წევრებზე და მათ ცხოვრებაზე.

P.S. ლუისაც გაუკრავს მისი პაწაწა კიჭი და შეუღრენია წვრილი, მაგრამ საკმაოდ მძლავრი ხმით უცხოსთვის… ასე რომ არავის ვაკრიტიკებ. მაგრამ ფაქტია, რომ აცრის გარდა, არანაირი რეალური სავალდებულო წესები არ არსებობს ჩვენთან ძაღლების პოპულაციის ცხოვრების სამართავად. საჭირო კი არის, აშკარად”, – წერს სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე:

არავის ვუსურვებ, რაც ჩვენ გავიარეთ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე (ევთანაზია) და მას შემდეგ, რასაც ვუყურეთ მხიარული ფუმფულა ლეკვიდან მოურჯულებელ, საშიშ დრაკონად გარდასახვამდე: ანა გაგუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g