LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება

51

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება. ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისი თქმით, უცნობია, თუ რა თანხა დასჭირდება გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჩხერე-შქმერი-ონის გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა განეხორციელებინა, 2014 წლის იანვარში დააანონსა. თუმცა პროექტი ამ დრომდე არ დაწყებულა. სამინისტროს განმარტებით, მშენებლობა დიდ კაპიტალურ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, გზის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ზემო რაჭაში ჩასვლა ორსაათნახევარში იქნება შესაძლებელი. პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, პროექტის დასრულება 2-3 წლის შემდეგ იგეგმება და ამ გზის არსებობა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები