გორში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განაცხადეს, ბავშვს აღენიშნება ქალა-ფუძის დაზიანება და გატეხილი აქვს ლავიწის ძვალი. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, 6 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და ნევროლოგის, ტრავმატოლოგის და რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა. თავდაპირველად ის გორის საავადმყოფო ”გორმედიში” გადაიყვანეს, შემდეგ კი მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.
წყარო: ინტერპრესნიუსი