LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არიან, რომელი შვილი დარჩა ივანიშვილთან და როგორ ცხოვრობს მილიარდერი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

10762
Untitled design (8)

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ინ­ტე­რე­სი დი­დია – ბევრს აინტერესებს, თუ სად იმ­ყო­ფე­ბა და რას ფიქ­რობს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვს და მან „ამბები.გე“-ს მილიარდერის ოჯახის ცხოვრების შესახებ ახალი ცნობები მიაწოდა:

“ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კას და თან იმ­დე­ნად რომ, ერთხელ რა­ღაც პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე ვკი­თხე და მი­პა­სუ­ხა, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ ვიცი მა­გის შე­სა­ხებ და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მე­ო­რედ პო­ლი­ტი­კა­ზე აღარ უნდა მე­კი­თხა…

ზუს­ტად ვიცი, დღეს ეს ოჯა­ხი სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რად ცხოვ­რობს! ბერა სამ­ხრეთ კო­რე­ა­შია, იქ გა­და­ღე­ბე­ბი აქვს, გვან­ცა – ამე­რი­კა­ში, უტა – საფ­რან­გეთ­ში, ცოტ­ნე პა­ტა­რაა და ჯერ­ჯე­რო­ბით მშობ­ლებ­თან არის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამ­ჯე­რად ჭორ­ვი­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე არი­ან, სრუ­ლი­ად სხვა თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ერ­თმა­ნეთს თბი­ლად მო­ვი­კი­თხავთ ხოლ­მე. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა, მორ­ჩა და გა­თავ­და! პრინ­ციპ­ში ჩვე­ნი ოჯა­ხიც აპო­ლი­ტი­კუ­რად ცხოვ­რობს. სა­ერ­თოდ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა.

18 წელი გა­ვი­და ამ წი­ოკ­ში და და­ვი­ღა­ლე… უკვე ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გარ­კვე­უ­ლია, თუ ვინ არის უშნო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. ყვე­ლას ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვაქვს. ამი­ტო­მაც სულ სხვა რა­მე­ზე გა­და­ვერ­თე, უფრო მეტი პო­ზი­ტი­ვია ირ­გვლივ. ყვე­ლა ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ… ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რაც შეძ­ლო გა­ა­კე­თა – ქვე­ყა­ნა აა­შე­ნა, და­ა­ლა­გა და და­ვარ­ცხნა. მად­ლო­ბაც არა­ვის არ უთ­ქვამს. “ბი­ძი­ნის­ტი” – ასე­თი მცნე­ბა არც არ­სე­ბობს, არა­და რამ­დე­ნია სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს კი ხე­დავთ”, – განაცხადა ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძემ „ამბებთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g