LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სად არის აქ ან აფექტი ან შეურაცხადობა? საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება… ოჯახი არც კი განიხილავს ვადიან თავისუფლების აღკვეთას“ – რას ამბობს კესარია აბრამიძის ოჯახის ინტერესების დამცველი

444
კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატი

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.

ადვოკატი: თუ ბექა ჯაიანის შეურაცხადობა დადგინდა, მას დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა

კესარია აბრამიძის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებულს რომელიმე გარემოება დაუდგინდეს. მოკლული ქალის ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ „არ­სე­ბო­ბენ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ამ სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვამ­დე არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის, რისი მი­ზე­ზიც იყო კე­სა­რი­ას ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე მი­თი­თე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან“.

„მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს.. მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი“.. – კესარია აბრამიძის და

„ფაქ­ტია ერთი, რომ პირ­მა გა­ნიზ­რა­ხა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, მკვლე­ლო­ბა, შე­ი­ძი­ნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, ავი­და, სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა მისი გან­ზრახ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დერუ­ლი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს, გა­იქ­ცა, გა­და­მა­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­ა­ნად­გუ­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა – ტან­საც­მე­ლი და სცა­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი.

სად არის აქ ან აფექ­ტი, ან შე­უ­რა­ცხა­დო­ბა? ოჯა­ხი არც კი გა­ნი­ხი­ლავს ვა­დი­ან თავისუფლების აღ­კვე­თას. ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მი­მართ დად­გეს გა­მა­მა­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნი­სა­ზღვროს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თა“, – ამბობს „ტვ პირველთან“ ოჯახის ადვოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g