LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ცხოვრობენ ყველაზე საიმედო და ყველაზე უპასუხისმგებლო მამები?

27

მეცნიერებმა მეტად სახალისო საერთაშორისო კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე საიმედო და ყველაზე უპასუხისმგებლო მამები.

როგორც აღმოჩნდა, მამები, რომლებიც ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ საკუთარ შვილებს ძირითადად ბრიტანეთში ცხოვრობენ.

კვლევის დროს, მეცნიერებმა გაანალიზეს და გაითვალისწინეს ის დრო, რომელსაც მამები ყოველდღიურად უთმობენ საკუთარ შვილებს და აღმოაჩინეს, რომ ბრიტანელები საკუთარი შვილებისთვის დღეში მხოლოდ ნახევარ საათს იცლიან. გარდა ამისა, ისინი არც საშინაო საქმეებზე და ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაზე ხარჯავენ დროს, რასაც სრული სამუშაო გრაფიკით ამართლებენ.

პირველი ადგილი საიმედო მამებს შორის შვედებმა დაიკავეს, რომლებიც ყველაზე მეტს ზრუნავენ და სიამოვნებით ატარებენ დროს საკუთარ შვილებთან. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ შვედები პლანეტის ყველაზე ბედნიერი მობინადრეებიც არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები