LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად და რა ფასად დავისვენოთ ზამთარში?

30

საქართველოს ზამთრის კურორტები სეზონის გახსნისთვის აქტიურად ემზადებიან.  წელს სასტუმროს, კოტეჯებისა და ბინების მფლობელები დატვირთვის ზრდას პროგნოზირებენ. ამის შესახებ ”ფორტუნას”  საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა განუცხადეს.

საშუალო ფასები საოჯახო სასტუმროებში 100 ლარიდან იწყება, თუმცა გააჩნია პერიოდს,  ასევე ბინის ფართსა და მდებარეობს. ახალი წლის დღეებში, როგორც საოჯახო სასტუმროებში ამბობენ, ფასი შედარებით მაღალია.  როგორც ბაკურიანის ცენტრში მდებარე, ერთ-ერთი კოტეჯის მფლობელმა ”ფორტუნას” განუცხადა, აქ საშუალოდ ერთი ღამის ფასი 130 ლარია, თუმცა კოტეჯების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.

”პირადად ჩემს კოტეჯში ღამე 130 ლარი ღირს. ფასში არ შედის კვება, თუმცა დანარჩენი -კომუნალური გადასახადები, Wi-Fi, სამზარეულოთი სარგებლობა – ყველაფერი უფასოა. კოტეჯი 2 ოთახიანია და მასში 5 ადამიანი თავისუფლად განთავსდება. თუმცა,  ამ ეტაპზე ოთახები აღარ მაქვს. კოტეჯი 31 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით მთლიანად დატვირთულია ”,- განუცხადა ”ფორტუნას” საოჯახო სასტუმროს მფლობელმა.

დამსვენებლების სიმცირეს არც ბორჯომში უჩივიან. აქ ღამე საოჯახო ტიპის სასტუმროში 200 ლარიდან იწყება, თუმცა 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, კოტეჯების დიდი ნაწილი აქაც უკვე დატვირთულია. 200 ლარში არ შედის კვება, თუმცა კოტეჯში 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

ზამთრის პერიოდისთვის აქტიურად ემზადებიან გუდაურშიც. აქ სეზონი 13 დეკემბრიდან იხსნება, შესაბამისად საოჯახო, თუ მაღალი კლასის სასტუმროები, უკვე დაჯავშნილია. საშუალო ფასები ე.წ გესთ ჰაუსებში ღამეში 50 დან-150 დოლარამდე მერყეობს.

”ჩემს სასტუმროში ღამე 50 დოლარიდან იწყება. ამ ფასში შედის 2- ჯერადი კვება. წელს შარშანდელთან შედარებით, დამსვენებლების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია”, -განუცხადა ”ფორტუნას” გუდაურში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები