LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად და როგორ კრძალავენ თბილისში კორონავირუსით გარდაცვლილებს

4752
FORTUNA.GE (35)

საქართველოში სამწუხაროდ კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა 423-მდე გაიზარდა. როგორ ხდება კორონავირუსით გარდაცვლილთა დასაფლავება თბილისში, შეიძლება თუ არა ინფექციით გარდაცვლილთათვის წესის აგება, ან უხდიან თუ არა მათ პანაშვიდს, ამის გასარკვევად „ფორტუნა“ „ჰერმესის“ დირექტორ ნოდარ რაზმაძეს დაუკავშირდა.

კოვიდინფექციით გარდაცვლილის შინ გადასვენება ნებადართულია?

პროტოკოლით გაწერილია, რომ კოვიდინფექციის გარდაცვლილის დასაფლავება უნდა მოხდეს 72 საათის განმავლობაში. გარდაცვლილის დასასაფლავებლად სპეციალური ეკიპირებით მივდივართ. თუ პაციენტი კლინიკაში გარდაიცვლება, გარდაცვლილს მოათავსებენ სპეციალურ ჩანთაში.
ჩვენი ჯგუფი მიდის და ათავსებს სასახლეში, რომელიც ილუქება, რომლის ახდა და მიცვალებულის შეხება არ შეიძლება.

სპეციალური სასახლეში თავსდება გარდაცვლილი?

მიცვალებული ჩანთაშია მოთავსებული, რომელიც წყალგაუმტარია და ყველანაირად დაცულია. სასახლე სპეციალურად მათთვის განკუთვნილი არაა.
ჩვენი რეკომენდაციაა, გარდაცვლილი პირდაპირ კლინიკიდან შინ არ გადაიყვანონ. არავინ არ ვართ დაზღვეული, მივიდეს ვიღაც ახლო  ნათესავი და ახადოს სასახლეს თავი და უშუალო შეხება ჰქონდეს გვამთან, ამიტომ ვურჩევთ, ხოლმე რომ პირდაპირ მოხდეს ხოლმე კოვიდინფექციის გარდაცვლილის დასაფლავება.

თბილისში სპეციალური სასაფალაოა გამოყოფილი კოვიდგარდაცვლილებისთვის?

პროტოკოლის მიხედვით საგვარეულო სამარხებში იმარხებიან.
ჩვენ უბრალოდ ეკიპირება უნდა გვქონდეს დაცული და უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად გვაქვს გამკაცრებული. მიწის ქვემოთ 2 მეტრზე რომ ჩადის მიცვალებული და მიწა მიეყრება, იმას არანარი პრობლემა არ მოყვება. ჩათვალეთ, რომ არანაირი პრობლემა აღარ შეიქმნება.

იტალიაში კოვიდინფექციით გარდაცვალებულების კრემაცია ხდებოდა. ეს უფრო უსაფრთხოა ინფექციის მომდევნო გავრცელებისთვის?

იტალიაში ძალიან დიდი რაოდენობის გარდაცვალებულები ჰყავდათ და ვერ აუდიოდნენ დასაფლავებას, ამიტომ კრემაციას უტარებდნენ. დაკრძალვას სჭირდება უფრო მეტი დრო, კერძოდ, მიწის გათხრა, რაც დროს მოითხოვს. კოვიდინფექციით გარდაცვალებულს დაწვავ თუ დაკრძალავ ერთი და იგივეა. საქართველოში კრემატორიუმის სერვისი  არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ხდება მხოლოდ დაკრძალვა.

კოვიდინფექციით გარდაცვლილი აუცილებლად 2 მეტრის სიღრმეზე უნდა იყოს დასაფლავებული?

შესაძლებელია, კლდოვანი ფენა შეგვხვდეს სასაფლაოზე და მხოლოდ 1.6 მეტრის გათხრა მოვახერხოთ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პროტოკოლი ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რომ მიცვალებული უნდა მოთავსდეს სპეციალურ ჩანთაში და მანამდე მიცვალებულს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც  კოვიდგარდაცვლილი ადამიანი შინ გადაესვენებინათ და პანაშვიდი გადაეხადათ?

მე, როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგებს მკაცრ კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ეს საკითხები. ყოფილა შემთხვევა, ბინაზე გარდაცვლილა კოვიდინფიცირებული, რომელსაც თანმხლები დაავადები ჰქონდა. ჩვენ მივდივართ სპეციალური ჩანთებით და ხდება პირდაპირ დაკრძალვა. არანაირი პანაშვიდები და რიტუალები არ იმართება, გამორიცხულია.

თბილისში კორონავირუსით გარდაცვლილების დასაფლავებას რამდენიმე კერძო კომპანია ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g