2017 წლის ცხელი ზაფხულის რეკორდი მოხსნილია. გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოს პირველ ნახევარს, ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი, დასავლეთ საქართველოში +40.40C – ქუთაისში დაფიქსირდა, აღმოსავლეთში – +39.80C თბილისში.
რაც შეეხება ივლისის მონაცემებს, თვის განმავლობაში, საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი იყო, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებამ განაპირობა.
ივლისში ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში – ზესტაფონში +39.7ºC დაფიქსირდა, აღმოსავლეთში – ლაგოდეხში +39.0ºC.
თბილისში 1881 წლიდან დღემდე 2017 წლის ივლისი, სითბოს მიხედვით მეოთხე იყო 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ. თვის საშუალო ტემპერატურამ +26.7ºC შეადგინა.
სინოპიტკოსები ამბობენ, რომ ყველაზე ცხელი დღეები უკვე გადავლახეთ და დღეიდან ტემპერატურის კლებას უნდა ველოდოთ.