ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ კურორტებს, სადაც ყოველთვის თავისუფლად შეხვდებით ცნობილ და მდიდარ ადამიანებს.
ჰემპტონი, აშშ
ლონგ-აილენდის სამხრეთ ნაწილი ათწლეულების მანძილზე ითვლებოდა ნიუ-იორკის შეძლებული არისტოკრატიის საზაფხულო რეზიდენციად. ცოტა ხნის წინ მათ ნიუ-იორკელი დიზაინერები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. სწორედ აქ ფლობენ უძრავ ქონებას რალფ ლორენი, სტივენ სპილბერგი, ჯერი ზაინფელდი, მარტა სტიუარტი და სხვები.
ლაჟვარდოვანი სანაპირო, საფრანგეთი
სან-ტროპემ, კანმა და მონტე-კარლომ ჯერ რენუარი, პიკასო და მატისი მოხიბლა, მერე კი, მსახიობები, ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. მდიდარი ევროპელები ადრეც სიამოვნებით სტუმრობდნენ რივიერას და არც ახლა ღალატობენ ტრადიციას, რადგან ლაჟვარდოვან სანაპიროზე ყოველთვის თავისუფლად შეიძლება იახტის ქირაობა და ბრენდული ბუტიკების მონახულება, უბრალოდ გასეირნება და რუჯის მიღება.
იბიცა, ესპანეთი
იბიცა – ცნობილი მეგაკლუბების (მათ შორის Space, Pacha და Cafe del Mar) და კლუბური ცხოვრების პირობითი გეოგრაფიული სახელია, სადაც სპორტისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს. მართალია, იბიცამ მხიარული წვეულებებით და ღამის ცხოვრებით გაითქვა სახელი, მაგრამ კურორტზე ჯერ კიდევ არის მშვიდი პლაჟები, სადაც რომანტიკული საღამოს მოწყობა და კოქტეილით ხელში მზის ჩასვლით შეიძლება დატკბობა.
Goldeneye Resort, იამაიკა
Island Records’-ის დამაარსებელმა კრის ბლექველმა ტერიტორია რამდენიმე ათწლეულის წინ შეიძინა და იან ფლემინგის სახლთან ახლოს საკუთარი საკურორტო ზონა მოაწყო. ეგზოტიკური იამაკას ხშირად სტუმრობენ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, სტინგი, სკარლეტ იოჰანსონი, ბონო და კეიტ მოსი. კურორტი განსაკუთრებული პოპულარობით დეტექტივების მოყვარულებს შორის სარგებლობს, რადგან როგორც ამბობენ, სწორედ აქ შეიქმნა რონამი ცნობილ ჯაშუშ ჯეიმს ბონდზე.
წმინდა სტეფანეს კუნძული, მონტენეგრო
ათწლეულების მანძილზე წმინდა სტეფანეს კუნძული მეთევზეთა ღარიბი სოფელი იყო. მოგვიანებით, ის ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინა და ერთ დიდ მდიდრულ სასტუმროდ აქცია. კუნძულ-სასტუმრო მალე იქცა საკურორტო ჰიტად ჰოლივუდის ვარსკვლავებს და ევროპის სამეფო ოჯახებს შორის.
ვაკაიას კუნძილი, ფიჯი
კანადელმა ბიზნესმენმა დევიდ გილმორმა ვაკაიას კუნძულზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური კურორტი მოაწყო და სოლიდურ სტუმრებს, მათ შორის ბილ გეიტსს, ნიკოლ კიდმანს, კიტ რიჩარდს და რასელ ქროუს უმასპინძლა.
სენტ-ბარტსი, კარიბის კუნძულები
კარიბის კუნძულები დიდი ხანია მდიდარი და ცნობილი ადამიანების დასვენების საყვარელ ადგილად ითვლება. განსაკუთრებული პოპულარობით მათ შორის სენტ-ბარტსის კურორტი სარგებლობს, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ”ელიტარული თემატური პარკი”, რომელიც თავისი ეგზოტიკური ბუნებით და მაღალი კლასის სასტუმროებით შეძლებულ დამსვენებლებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
მაიამი, აშშ
South Beach-ის ძირითადი სტუმრები მოდელები, რეპერები და პოპ-ვარსკვლავები არიან, თუმცა კურორტს არც დიზაინერები ტოვებენ უყურადღებოდ. South Beach-ის დამსვენებლებს შორის დაუწერელი კანონიც არსებობს – არ შეიძლება მაიამის სტუმრობა ”სწორი ავტომობილის” გარეშე. ასე რომ, ვარსკვლავები პირველ რიგში სტატუსის შესაბამის მანქანას ქირაობენ.
გშტაადი, შვეიცარია
შვეიცარული კურორტი, რომელიც საერთაშორისო ელიტისთვისაა განკუთვნილი, ძირითადად შოუ-ბიზნესის და ევროპული სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს მასპინძლობს. მართალია, გშტაადი მხოლოდ პატარა სოფელია, მაგრამ თავისი ეკოლოგიურად სუფთა ბუნებით და ფეშენებელური სასტუმროებით, მან მაინც შეძლო ლიდერის პოზიციის მოპოვება ყველაზე ელიტარული კურორტების ნუსხაში.
ტელურაიდი, კოლორადო, აშშ
განსაკუთრებული პოპულარობით ტელუროიდი ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის სარგებლობს. სწორედ აქ ფლობენ ვილებს ტომ კრუზი და ოპრა უინფრი. კურორტს როგორც წესი, კომფორტის და აქტიური დასვენების მოყვარულები სტუმრობენ, რადგან ზამთარში აქ თხილამურებით სრიალი შეიძლება, შემოდგომაზე კი, ცნობილი კინოფესტივალის სტუმრობა.